დიდ ბრიტანეთში სპეციალური ცერემონია გაიმართა, რომლითაც პატივი მიაგეს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაღუპულ სამხედროებს. ხსოვნის დღეს მოწვეულ სტუმრებს სამეფო ოჯახის წევრები მასპინძლობდნენ. დედოფალმა ელიზაბედმა, პრინცმა უილიამმა, ჰარიმ და ასევე პრემერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა გვირგვინებით შეამკეს ხსოვნის მემორიალი.
ქეით მიდლტონი და უელსის პრინცესა სოფია აივნიდან ადევნებდნენ თვალს მიმდინარე ცერემონიას. წელს საპატიო სტუმრების სახით ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფო ოჯახი დაესწრო.












