ბრაზილიელმა ჟიზელ ბუნდხენმა სექტემბერში გაბაცხადა, რომ მალე გამოვიდოდა მისი ალბომი, სადაც, უმეტესად, თამამი ფოტოები იქნებოდა. ალბომის გამოცემა და ფოტოების შერჩევა მოდელმა საკუთარ თავზე აიღო. გამოცემა Taschen-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ალბომი 1000 ეგზემპლარად გამოიცა და ბუნდხენის სამას ფოტოს შეიცავს. ერთი ალბომის ფასი 700 დოლარია. Сoffe table book ჟიზელ ბუნდხენისგან 5 ნოემბერს სან-პაულუში გამოიცა და წიგნის მაღაზიებში გამოჩენისთანავე სრული ტირაჟი გაიყიდა.
მოდელის წარმომადგენლების თქმით, შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.
