LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ოქტომბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 46 516 ერთეული შეადგინა.
“ამა წლის ოქტომბერს 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის ოქტომბერთან (38 086 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 22.1%-ით, 2012 წლის ოქტომბერთან (41 776 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 11.3%-ით, 2013 წლის ოქტომბერთან (44 101 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 5.5%-ით, 2014 წლის ოქტომბერთან (46 388 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 0.3%-ით”, – ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 5.2%-ით შემცირდა: ზრდა დაფიქსირდა პირველადი (2.9%-ით), ხოლო კლება – მეორადი (7.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

“2015 წლის ოქტომბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.106 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.103). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (26.6%-ით), ხოლო შემცირდა მეორადი (4.8%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის ოქტომბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 9 556, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 36 960 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.863 და 1.192 დონეებზე დაფიქსირდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოსცნობით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ამა წლის ოქტომბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 79.5%-ს მეორადი, ხოლო 20.5%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის ოქტომბერში კი, შესაბამისად, 83.7% და 16.3%).