5 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, „ბრავო რეკორდსის“ ორგანიზებით და ბანკ „რესპუბლიკის“ დაფინანსებით, საინტერესო მუსიკალური საღამო გველოდება – „ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრები“.
ვლადიმირ კოსმა 1960-90-იან წლებში შექმნილი ფრანგული ფილმების უდიდეს ნაწილში სწორედ ცნობილი კომპოზიტორის, დირიჟორისა და მევიოლინეს მუსიკა ჟღერს. „ბრავო რეკორდსმა“ კი ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება და მოიპოვა უფლება, რომ საჯაროდ შეასრულოს მისი მუსიკა, ასევე კომპანიას აგდაეცა სიმფონიური ორკესტრისთვის განკუთვნილი ნოტები და პარტიტურები.
ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟორებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ალეკო ბერძენიშვილი, თამთა ცხვიტავა, ანა დოიაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, ლევან მასპინძელაშვილი, ანანო ღიბრაძე, სოფო სომხიშვილი, მარიამ როინიშვილი, ლევან მასპინძელაშვილი, ზურაბ მოსიავა, ლიზა რამიშვილი, ვალერიან შიუკაშვილი.
პროექტების მხარდაჭერები არიან თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
