26 ნოემბერს, საღამოს რვა საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, მსმენელის წინაშე წარდგება ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე. საოპერო შემსრულებელმა პროგრამა, პეტრე ჩაიკოვსკისა და გუსტავ მალერის ნაწარმოებები, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოამზადა, რომელსაც სვიმონ ჯანგულაშვილი უდირიჟორებს.
ქეთი ქემოკლიძე მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟული საოპერო თეატრის სცენაზე გამოდის. რამდენიმე წლის წინ მან პლასიდო დომინგოს მიერ დაარსებულ მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა, არის მისი ფავორიტი და მას შემდეგ, დომინგოს მიწვევით, არაერთ თეატრში გამოვიდა. გარდა ამ კონკურსისა, ქეთიმ სხვა მნიშვნელოვან კონკურსებშიც მოიპოვა პირველი ადგილი. იღებს მონაწილეობას უამრავ საქველმოქმედო გალა-კონცერტში მსოფლიოს მასშტაბით.
ქართველი მსმენელის წინაშე დიდი სოლოკონცერტით პირველად წარდგება.


