17 ნოემბერს დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. ის ამ დღეს, 1891 წელს დაიბადა. გალაკტიონმა ქართულ პოეზიას სრულიად ახალი სული შთაბერა. მისი ლექსები სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი.
სოციალურ ქსელში ამ მნიშვნელოვან თარიღს ვიდეოთი გამოეხმაურნენ, რომელიც „იუთუბზე“ ამ წლის იანვარშია განთავსებული, თუმცა სოციალურ ქსელში ახლა აიტაცეს.
ვიდეო ცოტნე სუხაშვილს ეკუთვნის. მან გალაკტიონის ცნობილი ლექსი „მთაწმინდის მთვარე“, რომელსაც თავად პოეტი კითხულობს, ამერიკული როკ-ჯგუფის „რედ ჰოთ ჩილი პეპერსის“ ცნობილ კომპოზიციას -„Californication“ დაადო და ასეთი შედეგი მიიღო…
