LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ბოლქვაძის შემოქმედებითი საღამო ბათუმში გაიმართება

Ardaidardo.Ge27 ნოემბერს, საღამოს შვიდ საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ზვიად ბოლქვაძის მუსიკალურ საღამოს ამზადებს. კომპოზიტორის შემოქმედებით საღამოზე სახელწოდებით „ზვიად ბოლქვაძე და მეგობრები“, მასთან ერთად წარდგებიან ამირან დიასამიძე, რომელიც აკორდეონსა და კლავიშზე უკრავს, ბასგიტარისტი შაკო ღელეყვა და დრამერი ლევან აფშილავა.

 

ზვიად ბოლქვაძე 1981 წლის 29 აგვისტოს დაიბადა, 2000 წელს ბათუმში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრა, 2006 წელს დაიცვა მაგისტრის ხარისხი თბილისის კონსერვატორიაში, 2003 წლიდან მუშაობს კომპოზიციაში, მის საგუნდო მუსიკას ასრულებენ შერეული და ქალთა გუნდები, 2005 წლიდან ბოლქვაძის კომპოზიციებს ასრულებს ნინო ქათამაძე, ჯგუფ „ინსაითთან“ ერთად, 2008 წელს გამოვიდა ნინო ქათამაძის ალბომი „Blue“, სადაც მუსიკა ასევე ეკუთვნის ზვიად ბოლქვაძეს, ალბომი მისივე დირიჟორობითაა ჩაწერილი, 2007 წლიდან კინომუსიკაშიც მოსინჯა ძალები, არის მრავალი პროექტის მონაწილე.

ზვიად ბოლქვაძე გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლების საგუნდო და საორკესტრო არანჟირებების ავტორი…

Ardaidardo.Ge