თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა 8 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან და გერმანიაში გამგზავრებას ცდილობდნენ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ისინი სტამბულის აეროპორტში კასაბლანკიდან ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს. ამათან, ცნობილია, რომ ყველა დაკავებული მაროკოს მაცხოვრებელია.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავებულები ბალკანეთის ქვეყნების გავლით გერმანიაში ცდილობდნენ გადასვლას.
