LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხანუმები“ ახალ ალბომს საშობაოდ გამოსცემენ

Ardaidardo.Geკახა ცისკარიძის პროექტი „კახაბერი და ხანუმები“ ძირითადად, საზღვარგარეთ მოგზაურობს და სხვადასხვა კორპორატიულ საღამოსა თუ კლუბებში გამოდიან. აქამდე მხოლოდ ერთი ალბომი აქვთ გამოცემული, სადაც ქართული ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა გაერთიანდა.

 

ცნობილი გახდა, რომ „ბრავო რეკორდსში“ ხანუმები საკუთარ ალბომზე მუშაობენ, თუმცა ცოტა განსხვავებული მიმართულებით. ახალ ალბომში აპირებენ შეიტანონ ქართული საგალობლები, რადგან გოგონები ეკლესიაში გალობენ. პროექტის პროდიუსერი გახლავთ კახაბერი.

დისკის პრეზენტაცია ძალიან მალე, საშობაოდ იგეგმება, სპეციალურად ამ პროექტისთვის ისინი მაყურებლის წინაშე ახალი  და ძალიან განსხვავებული იმიჯით წარდგებიან.