LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედლი კუპერმა საკუთარი ნივთების ნაწილი შეიკის ბინაში გადაიტანა (ფოტო)

40 წლის ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი საცხოვრებლად 29 წლის სუპერმოდელთან – ირინა შეიკთან გადავიდა.

თავდაპირველად, მათი რომანი ბევრს დაუჯერებლად ეჩვენებოდა, თუმცა როდესაც კუპერი და შეიკი აპრილში ერთად დააფიქსირეს, პაპარაცების ობიექტივში მათი ვნებიანი კოცნა მოხვდა.

ამასთან, ვარსკვლავები ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადებიან. სტაბლოიდების ინფორმაციით, წყვილი ნიუ-იორკში სახლის შეძენას გეგმავს. სანამ რეალტორები მათთვის შესაფერის საცხოვრებელს შეარჩევდნენ, ბრედლიმ საკუთარი ნივთების ნაწილი მანჰეტენზე მოდელის სახლში გადაიტანა.

2e922a1400000578-0-image-m-6_1447876198854