ნინი ბადურაშვილის ახალმა სიმღერამ, რომელიც მას და ეკა კახიანს ეკუთვნის და ნინის შვილს, ელენე კუტალაძეს ეძღვნება, მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. მისი ტელეპრემიერა უკვე შედგა, ამიერიდან კი ინტერნეტსივრცეში კლიპის ნახვა ექსკლუზიურად „არ დაიდარდოს“ საიტზე შეგიძლიათ. რამდენიმე დღეში სიმღერის პრემიერა ჩვენს რადიოში შედგება და ასევე ექსკლუზიურად იტრიალებს „არ დაიდარდოს“ ეთერში. პრემიერის შესახებ ჩვენს მკითხველს აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ.
რაც შეეხება სიმღერას სახელად „ელენეს“, კომპოზიტორი გახლავთ ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი, ტექსტის ავტორი – ირინა სანიკიძე, არანჟირების ავტორი – ბორიკო შხიანი, კლიპის რეჟისორი – ლაშა ცერიაშვილი.
