პრინცი ჰარი ამჯერად სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც მთელ რიგ ღონისძიებებს უნდა დაესწროს. ვიზიტის პირველ დღეს ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრემ ლესოტოში საბავშვო ცენტრი Mamohato გახსნა, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია Sentebale-ს ეკუთვნის.
საკუთარ სიტყვაში ჰარიმ განაცხადა, რომ ბავშვთა ცენტრს ის დედის, დაიანასა და ძიძის, ოლგა პაუელის სახელზე ხსნის. აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახის უცვლელი ძიძა უილიამსა და ჰარის 15 წლის მანძილზე ემსახურებოდა. ის 2012 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვლა. პაუელი ამხნევებდა ძმებს ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში, დედის გარდაცვალების დროს. ის საპატიო სტუმარი იყო სამეფო ოჯახის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მათ შორის უილიამისა და ქეითის ქორწილზეც.
