LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო თურქეთს კაკლის წარმოებაში კონკურენციას გაუწევს

საქართველო თურქეთს კაკლის წარმოებაში კონკურენციას გაუწევს. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”აგრონეტის” დამფუძნემელმა ტარიელ პაიაშვილმა განუცხადა, ფერმერები აქტიურად რგავენ ამერიკული  კაკლის ”ჩენდლერის”  ნერგებს, რომელიც დიდი ოდენობით მოსავალს დროის მოკლე მონაკვეთში იძევა.

”ამჟამად ნერგები უკვე დარგულია, გორის, სიღნაღის, გურჯაანის, ახმეტის, მარნეულის რაიონებში 50 ჰექტარ მიწის ფართობზე. ქართული ჯიშებისგან განსხვავებით ”ჩენდლერი” მოსავალს 4 წელიწადში იძლევა.  ჩვენთვის არის ახალი, თორემ თურქეთში ამით 12 წელია ფული კეთდება” – განაცხადა პაიაშვილმა.

ე.წ. ჯუჯა კაკლის 9500 ნერგი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში უკვე დარგო გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ფერმერმა გიორგი მესხიძემ, რომელიც მოსავალს 2018 წელს ელოდება.

”ჩენდლერის ჯიშის კაკალი გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით, ასევე, შესაძლებელია, რომ ხეებს შორის დაშორება შემცირდეს და გაშენდეს ინტენსიური ბაღი, რაც ჰექტრულ მოსავალს შესაბამისად ზრდის”- განაცხადა მესხიძემ.

მისი თქმით, კარგი მოსავლის შემთხვევაში პროდუქტს ექსპორტზე გაიტანს.

ერთი ნერგი ”ჩენდლერის” ფასი 20 ლარია.