LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი დოლარი დღეს 2,40 ლარი ღირს

ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა. ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად დღეს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0005 პუნქტით გაუფასურდა და 2, 4051 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0038 პუნქტით გამყარდა და 1 ევროს ღირებულება 2, 5477 ლარია.

ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0,19%-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 41.63 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0.15%-ით შემცირდა და 30 ნოემბრისთვის 1 უნცია ოქრო 1054.60 დოლარი ღირს.