ფეხსაცმელები ადამიანების ნაცვლად – იმის გამო, რომ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის გამო აკრძალულია ნებისმიერი სახის თავშეყრა და მსვლელობა, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე ათასობით ფეხსაცმელი დაალაგეს. აღნიშნულ მოედანზე კლიმატის ცვლილების კონფერენციის პარალელურად მანიფესტაცია უნდა გამართულიყო, ფეხსაცმელები კი მასში მონაწილეობის მსურველებმა სიმბოლურად დააწყეს.
საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ბან კი-მუნის, ვივიენ ვესტვუდის, რომის პაპის ფეხსაცმელების ხილვა იყო შესაძლებელი.





