LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტი სანჩესს გასუქებას საყვარელი მამაკაცი აიძულებდა

51 წლის ამერიკლი პეტი სანჩესი 327 კილოგრამს იწონიდა და სულ ცოტა აკლდა მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე. მსოფლიოში ყველაზე დიდწონიანი ქალის ტიტულის მიღებას მას საყვარელი ადამიანი აიძულებდა, რომელიც ერთობოდა სანჩესის წონით. მისთვის ეს ნამდვილი აკვიატება იყო, ენახა, როგორ იმატებდა პეტი წონაში. ამისთვის მამაკაცმა ფან-კლუბიც შეკრიბა, რომლის დახმარებითაც ქალბატონს კიდევ უფრო აქეზებდა წონის მომატების მოთხოვნით.

აღმოჩნდა, რომ პეტი სანჩესი 13 ათას კალორიას იღებდა დღის მანძილზე, ნაცვლად 2 ათასისა. საბედნიეროდ, ის მალევე მიხვდა, რომ ამ ტემპით დიდხანს ვერ იცოცხლებდა. ქალმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და პირველად ცხოვრებაში დიეტაზე დაჯდა, საყვარელ მამაკაცთან კი საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა. სწორედ ის გახლდათ სანჩესის უბედურების მიზეზი: „არასოდეს მეშინოდა სიკვდილის, მაგრამ როცა ერთ დღეს სიარულიც კი ვერ შევძელი, მივხვდი, რომ ვკვდებოდი, რომ ვერსოდეს ვიხილავდი შვილებსა და შვილიშვილებს“ – იხსენებს სანჩესი. მოტივაცია იმდენად დიდი იყო, რომ მან 108 კილოს დაკლება შეძლო და მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. წარმატებები პეტი სანჩესს!