ლაგერფელდმა წინასაახალწლოდ ახალი სანთელი აღმოსავლური ნოტების სურნელით შექმნა. თეთრ სანთელს შავი სათვალე და საყელო ამშვენებს. ლიმიტირებული ვერსია სპეციალურად ახალი წლისთვისაა შექმნილი. მისი არომატი შექმნა პარფიუმერმა ჟან-პოლ უილტონმა. ის ფანტასტიური საჩუქარია მოდისა და განსაკუთრებით კარლ ლაგერფელდის შემოქმედების მოყვარულებისთვის.
არომატული სანთლის ხაზის პირველი მოდელი ლაგერფელდმა 2013 წელს შექმნა.


