LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა

Ardaidardo.Ge30 ნოემბერს მოსკოვში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი. რეჟისორი 21 ნოემბერს მოათავსეს საავადმყოფოში. მას მწვავე გულის უკმარისობა დაუდგინდა. ექიმები ერთი კვირის მანძილზე ცდილობდნენ რიაზანოვის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ.

 

ელდარ რიაზანოვი 1927 წელს დაიბადა. მის ფილმოგრაფიაში უამრავი კინოსურათია, მათ შორის საზოგადოებისთვის საყვარელი ფილმები: „ერიდეთ ავტომობილს“, „საკარნავალო ღამე“, „ბედის ირონია ანუ გაამოთ“, „სადგური ორისთვის“, „სამსახურეობრივი რომანი“ და სხვ.