“საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით დღეს, ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს ხვდებიან.
შეხვადრა ციკლის “ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან” ფარგლებში იმართება. შეხვედრაზე განიხილავენ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, პრემიერ- მინისტრის მიერ ინიცირებულ პროექტს “აწარმოე საქართველოში”, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული საკითხებს (სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო).
შეხვედრის მსვლელობისას იგეგმება იმ ბანკების დაჯოლდოვება, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტ “აწარმოე საქართველოში” ჩართული კომპანიების ფინანსურ მხარდაჭერას.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი დიალოგი გამართონ დიმიტრი ქუმსიშვილთან და კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო საკითხები განიხილონ.
