LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი დღეს გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარის მიმართ გაცვლითი კურსი დაადგინა. ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად 2 დეკემბერს ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დადგინდა: ლარი დოლართან მიმართებაში 0.0031 პუნქტით გამყარდა და 2, 4021 ლარი შეადგინა, ხოლო ევროს მიმართ 0.0004 პუნქტით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულება 2, 5441 ლარია.

ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ნედლი ნავთობი 0,60%-ით გაიაფდა და 1 ბარელზე ფასმა 41.60 დოლარი შეადგინა, ოქროს ღირებულება კი 0.30%-ით გაძვირდა და 2 დეკემბერს 1 უნცია ოქრო 1067.00 დოლარი ღირს.