ახალი წლის წინ, როგორც წესი, ყველა ჩქარობს მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას. ბევრად უკეთესია, ნებისმიერი დღესასწაულისთვის და განსაკუთრებით ახალი წლისთვის წინასწარ მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, არა მარტო ორიგინალური მენიუს მოფიქრება, არამედ პოზიტიური განწყობის შექმნაც ახალი ცხოვრების დასაწყებად. გთავაზობთ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის ნუსხას, რომელთა შესრულებაც ახალი წლის დადგომამდეა აუცილიბელი.
- განთავისუფლდით ძველისგან
ყველას გვაქვს წლის მანძილზე დაგროვილი უსარგებლო ნივთები. ენერგეტიკის თვალსაზრისით, ასეთი ნივთები მხოლოდ აფუჭებენ ინტერიერს და ბლოკავენ ახალი და სასარგებლო ნივთების შემოსვლას თქვენს სახლში. სახლის დალაგებისას, თავიდან მოიშორეთ ძველი ტანსაცმელი და ყველა ის ნივთი, რომლებიც დიდხანს გემსახურნენ ერთგულად, მაგრამ უკვე გაუვიდათ ვადა. კარადებში ბევრი თავისუფალი ადგილი გაჩნდება, თქვენ კი, სიმსუბუქის სასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლებათ.
- გაისტუმრეთ ვალები
თუ ფული გაქვთ ნასესხები ან ნივთი ითხოვეთ ვინმესგან, აუცილებლად დააბრუნეთ ახალი წლის დადგომამდე. ვალის დაბრუნებით, თქვენ არასასიამოვნო ვალდებულებისგან განთავისუფლდებით და თავსაც თავისუფალ ადამიანად იგრძნობთ. იმ შემთხვევსი კი, თუ სხვას მართებს თქვენი ვალი, ნუ მოგერიდებათ და თხოვეთ უკან დაბრუნება.
- გადადგით ნაბიჯი სასიამოვნო ცვლილებებისკენ
ახალი წელი ბევრისთვის ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდება, ასე რომ, კარგი იქნება ახალ წელიწადს თქვენც ”განახლებული” შეხვდებით. გაანებივრედ საკუთარი თავი, ესტუმრეთ სილამაზის სალონს და შეავსეთ გარდერობი ახალი შენაძენით – ეს აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას.
- შეაქეთ საკუთარი თავი უკვე გაკეთებულისთვის
ჩამოწერეთ ფურცელზე ყველა ის გამარჯვება, რომელიც გასულ წელს მოიპოვეთ. შესაძლოა დაუვიწყარი არდადეგები მოუწყვეთ თქვენს ახლობლებს ან წარმატებას მიაღწიეთ პროფესიანულ სფეროში. გაიხსენეთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტი გამარჯვების მოპოვებაში მომავალ წელს.
- კარგად დაიმახსოვრეთ გასული წლის შეცდომები
ყველა წელს თავისი წარმატება და მარცხი აქვს. დაიმახსოვრეთ ყველა ის განცდა, რამაც ძალა და სიბრძნე შეგმატათ. აპატიეთ სხვებს შეცდომები და მოუხადეთ ბოდიში მათ ვისაც გასულ წელს გული დაწყვიტეთ.
- უთხარით ცხოვრებას მადლობა
გაიხსენეთ ყველა სასიამოვნო მომენტი, არ დაგავიწყდეთ უთხრათ მადლობა ბედისწერას ყველა იმ სიკეთისთვის, რომელიც მან გასულ წელს გაჩუქათ, მადლიერი იყავით, შეძენილი გამოცდილებისთვის და ეცადეთ აღარ გაიმეოროთ ძველი შეცდომები.
- გააკეთეთ სიკეთე
დაეხმარეთ მას, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება. ქველმოქმედებით თქვენ მიხვდებით, რომ არფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მადლიერი ადამიანების თვალების ნახვა. გულწრფელად გაკეთებული სიკეთე აუცილებლად მოგანიჭებთ ნამდვილ სიხარულს და ბედნიერებას. გარდა ამისა, სიკეთეს უკან დაბრუნების უნარი აქვს, ასე რომ სხვისთვის გაკეთებული კეთილი საქმით, თქვენი ცხოვრებაც პოზიტიურად წარიმართება.
- გაუკეთეთ საჩუქრები ახლობლებს
ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევისას ნუ აჩქარდებით და კარგად მოიფიქრეთ რა გაახარებთ მათ ყველაზე მეტად, მერე კი სია შეადგინეთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ და ბოლო წუთს არ მოგიწიოთ მაღაზიებში სირბილი.
- მიულოცეთ ახალი წელი ყველა მეგობარს და ახლობელს
რა თქმა უნდა მილოცვა ტელეფონითაც შეიძლება, თუმცა ბევრად უკეთესია, თუ ლამაზ ღია ბარათებს შეიძენთ, მოკლე მისალოც ტექსტს დაწერთ და ფოსტით გაგზავნით. თქვენს ნაცნობებს ძალიან გაუხარდებათ ჩვენს დროში ასეთი იშვიათი მილოცვის მიღება.
- იფიქრეთ თქვენს სურვილებზე
კარგად დაფიქრდით რას ელოდებით ახალი წლისგან, რაზე ოცნებობთ და რისკენ ისწრაფით. წარმოიდგინეთ თქვენი ოცნება დეტალებში და ის აუცილებლად ასრულდება!


