LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტრანზიტის მიზნით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

2015 წლის ნოემბერში საქართველოში 436 234 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 8,4 %-ით მეტია. ამის შესახებ ინფომაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 33% ტურისტი იყო, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით – 3,6%-ით მეტი; 11%-ით არის შემცირებული ვიზიტორთა ტრანზიტი საქართველოში.

რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, როგორც შსს-ში განამრტავენ, ქვეყანაში უკვე 5,4 მლნ ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,9%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

”2015 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-1%), თურქეთიდან (+2,2%), აზერბაიჯანიდან (+22%), რუსეთიდან (+7%) და უკრაინიდან (-2%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 17%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (30%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (52%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (39%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 74% და საუდის არაბეთი – 79%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა,”- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.