LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ნაიტლი და ემა უოტსონი საკუთარი გარდერობიდან სამოსს ყიდიან

ორმა ბრიტანელმა მსახიობმა, კირა ნაიტლიმ და ემა უოტსონმა გადაწყვიტეს, საკუთარი გარდერობიდან სამოსის ნაწილი გაყიდონ. Vogue-ის ინფორმაციით, გაყიდვიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

აქციის სახელია Wardrobes For Women და მას ორგანიზაცია Women for Women International მართავს. ორგანიზაცია ეხმარება ქალებს ყველა ქვეყანაში, სადაც ომია. გასაყიდ ნივთებს შორის არის კაბები, შარვლები და აქსესუარები.

„სამწუხაროა, რომ საყვარელი სამოსი უბრალოდ დევს გარდერობში. მიხარია, რომ შემიძლია სამოსს ახალი ცხოვრება მივცე,“ – განაცხადა ნაიტლიმ.

უოტსონმა კი ისაუბრა საკუთარ ფეხსაცმელზე Kate Loubouti-ისგან, რომელიც მას „განსაკუთრებული შემთხვევებისას“ ეცვა ხოლმე.

„იმედი მაქვს, ახალი მფლობელი მასში თავს კომფორტულად იგრძნობს,“ – აღნიშნა მსახიობმა.