LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანს ნარმანიასთან პრეტენზიები აქვს

თეა წულუკიანს დავით ნარმანიასთან პრეტენზიები აქვს, იუსტიციის მინისტრი თბილისის მერს სოფელ დიღომში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო საყვედურობს.
“სოფელი დიღომში არის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა. მე ვცხოვრობ იქ და ამ თემაზე ბატონ მერთან, დავით ნარმანიასთან არა მხოლოდ მისაუბრია, არამედ ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც. სოფელი დიღომი მიშამ შეუერთა თბილისს და თუკი ჩვენ ვართ თბილისის ნაწილი, კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და მიხედოს სოფელ დიღომს. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მცხოვრებს სოფელ დიღომში, მაქვს ძალიან ბევრი პრეტენზია თბილისის მერთან და მერიასთან.
ამჟამად მიმდინარეობს გზის გაჭრა თბილისის საქალაქო სასამართლომდე. სამუშაოები ნელი ტემპით ხორციელდება, თუმცა მალე დასრულდება. ასევე ცენტრალური გზის შეკეთება, რომელიც გადათხილია, სანამ ყინვებს დაიჭერს, უმჯობესია დასრულდეს. რამდენიმე კილომეტრიანი გზა უკვე დაიგო, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ სანიაღვრეების გარეშე, რის გამოც უკმაყოფილო ვართ”, – ამბობს თეა წულუკიანი.