LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებზე ძალადობას ცნობილი ქალბატონები გამოეხმაურნენ

მხატვარმა და აქტივისტმა ალექსანდრო პოლომბომ ცნობილი ქალბატონების სახეები ასე დაამუშავა, რათა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, როგორ გამოიყურებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები. „ცხოვრება უკეთესი გახდება, თუ დაამსხვრევ სიჩუმეს“ – ასეთია აქციის სლოგანი, რომელშიც პალომბომ კიმ კარდაშიანი, მაილი საირუსი,ანჯელინა ჯოლი, მადონა და სხვა ვარსკვლავები ჩართო: „ძალადობა სოციალური სენია, რომელიც ითრევს როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ასევე სელებრითებს“ – ამბობს აქტივისტი.