ყველაზე პოპულარულმა სტრიმინგების საიტმა Spotify, რომელსაც 75 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს, 2015 წელი შეაჯამა. როგორც გაირკვა, წლის ყველაზე პოპულარული მუსიკოსია დრეიკი, რომელმაც ამ წოდებაში უკან ედ შირანი და The Weeknd ჩამოიტოვა.
ყველაზე მოთხოვნადი მომღერალი რიანა გახდა, ხოლო წლის ჰიტად Major Lazer -ის “Lean On” დასახელდა. რაც შეეხება წლის ალბომს, Spotify-ს ვერსიით ის კანადელი The Weeknd-ის „Beauty Behind The Madness“ გახდა.
