LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემი შუმერი ირინა შეიკისთვის ბოიფრენდის წართმევას გეგმავს

სწორედ ასეთი დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა ფილმის „გოგონა კომპლექსების გარეშე“ ვარსკვლავმა ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში. 34 წლის მსახიობმა აღიარა, რომ მუდმივად ფიქრობს ბრედლი კუპერზე: „ის უჩვეულოდ ქარიზმატულია და იცის, როგორ გიყუროს თვალებში ისე, როგორც ეს არავის შეუძლია. სიმართლე რომ ვთქვა, მზად ვარ მის გამო გვარიც კი შევიცვალო.  ემი კუპერი – დამეთანხმეთ, შესანიშნავად ჟღერს“,- აცხადემს მსახიობი.

მოგვიანებით მან აღიარა, რომ მამაკაცებისგან ყურადღების ნაკლებობა აქვს, ამიტომ სიამოვნებით გააბამდა რომანს კიდე რამდენიმე სიმპათიურ მამაკაცთან. მისი ფავორიტების სიაში ასევე არიან უილ სმიტი, ტრეისი მორგანი, ბარაკ ობამა, სტეფან კარი და ჟიზელ ბუნდჰენის მეუღლე, ტომ ბრედი. „ძალიან მინდა, რომ ოდესმე ტომი მოვიდეს ჩემთან და მითხრას, რომ ძალიან სურს გვერდით ნორმალური ფიგურის მქონე ქალი იხილოს, რომ მას მობეზრდა ზედმეტად ლამაზი მეუღლის ყურება, რომელიც სანაპიროზე მუდმივად იოგათია დაკავებული. ამის მოსმენის შემდეგ სიხარულით გავიქცეოდი და ვიყვირებდი: „ვიცოდი, რომ ამას მეტყოდი“, – სიცილით განაცხადა მსახიობმა.