LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა – ლაშა ბუღაძის პიესას რუსთაველის თეატრი 8 დეკემბერს წარმოადგენს

Ardaidardo.Geრუსთაველის თეატრში პრემიერაა. სპექტაკლი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით დაიდგა. ლაშა ბუღაძის პიესას „ლისისტრატე“, ერთ მოქმედებად, მაყურებელი პირველად 8 დეკემბერს იხილაბს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე. რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება დავით საყვარელიძეს ეკუთვნის, კოსტიუმები – პოლინა რუდჩიკს, მხატვარი ირაკლი ავალიანი გახლავთ. მონაწილეობენ მსახიობები: მანანა აბრამიშვილი, მანანა გამცემლიძე, ნინო კასრაძე, რუსკა მაყაშვილი, ქეთი ხიტირი და სხვანი.

 

რაც შეეხება სპექტაკლის შინაარსს, კომედია „ლისისტრატე“ ბერძენ დრამატურგ არისტოფანეს ეკუთვნის და მოგვითხობს ათენელი ქალის შესახებ. ათენელებისა და სპარტელების ომს ბოლო არ უჩანდა, ლისისტრატეს კი ომის შეჩერება სურდა. მან ამისთვის მეტად ორიგინალურ მეთოდს მიმართა. მთელი ათენის ქალები აკროპოლში ჩაიკეტნენ და კაცებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადეს. ეს ერთგვარი „სექსუალური გაფიცვა“ წარმატებით დაგვირგვინდა. სახელი ლისისტრატე „ომის გამანადგურებელს“ ნიშნავს.

ლაშა ბუღაძის პიესის სიუჟეტი ამ მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ ვითარდება, როცა თანამებრძოლმა ქალებმა დაამყარეს მშვიდობა და პროგრესული ქალაქ-სახელმწიფო შექმნეს, თუმცა მამაკაცები მუდმივად ცდილობენ მათ ქალაქში შეღწევას…

Ardaidardo.Ge