საარჩევნო წლის დასაწყისიდან მაესტროზე, შესაძლოა, ახალი საავტორო გადაცემა გაჩნდეს, რომელსაც ლევან ვასაძე წაიყვანს, ინფორმაციას “პრაიმნიუსჯორჯია” ავრცელებს.
ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, რადგან ლევან ვასაძესა და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტოს წყაროს ცნობით, ლევან ვასაძეს სურს, რომ გადაცემის ფორმატი, თემები და სტუმრები თავად შეარჩიოს და ამისთვის მზად არის, რომ ტელეკომპანიას გარკვეული თანხაც კი გადაუხადოს.
იყიდის თუ არა ვასაძე საეთერო დროს თუ ის მოხოლოდ გადაცემის წამყვანი იქნება, ჯერჯერობით უცნობია და ეს არის სწორედ ის საკითხი, რის გამოც მოლაპარაკება დროში გაიწელა.
ახალი გადაცემა ეთერში, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ, ახალი სეზონიდან გავა.
