მომღერალმა სოფო გელოვანმა „ნანუკას შოუში“ ახალი კლიპი წარადგინა. რეჟისორი ზაზა ორაშვილი გახლავთ, რომელთანაც მომღერალმა პირველად არ იმუშავა. სიმღერის სახელწოდებაა „საქართველო“. მელოდია გაალკტიონ ტაბიძის ლექსზე შეიქმნა, არანჟირების ავტორები არიან მარინა გოჩიტაშვილი და ზვიად ბოლქვაძე. სოფოს კოსტიუმები შექმნა დიზაინერმა ტატიანა მეფარიძემ.
