LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუშაო ადგილების შექმნის სანაცვლოდ ბიზნესმენებს დაეხმარებიან

ბიზნესმენებს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში დაეხმარებიან, სანაცვლოდ კი  ტურიზმსა და აგრობიზნესში ჩართული ბიზნესმენები საქმიანობას გააფართოვებენ და დამატებითი სამუშაო ადგილებს შექმნიან.

ამას ითვალიწინებს „სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინვესტიციის“ (PPI) პროექტის მეორე ეტაპი, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში კერძო ბიზნესის განვითარებას, შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, შეიტანოს წვლილი აგრობიზნესის განვითარებასა და ტურიზმის გაძლიერებაში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

პროექტის პირველი ეტაპზე, რომელიც მხოლოდ კახეთის რეგიონს მოიცავდა, გაკეთდა  სასტუმრო „როიალ ბატონამდე“ და სასტუმრო „ლოპოტამდე“    მისასვლელი გზა,  ჩატარდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია შპს „შუხმან ვაინზჯორჯიაში.”

დაინტერესებული ბიზნესმენები, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უნდა ეწვიონ  პროექტის ვებგვერდს. საინვესტიციო წინადადებებს,  წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალური კომისია შეაფასებს.