LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე დაიძინა (ვიდეო)

ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ისა ჰაიატუს პრესკონფერენციაზე ჩაეძინა. ეტყობა, 69 წლის ჩინოვნიკი აბეზარმა ჟურნალისტებმა და აღმასკომის წევრებმა კაი გვარიანად დაღალეს.

ციურიხში გამართული ფიფას აღმასკომის სხდომა და პრესკონფერენცია ორგანიზაციის რეფორმირებისა და მიმდინარე გამოძიების საკითხებს ეძღვნებოდა.

ჰაიატუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ზეპ ბლატერის დისკვალიფიკაციის შემდეგ დანიშნეს.

69 წლის კამერუნელმა ნოემბერში თირკმელის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა.