LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას

საქართველო მხარს უჭერს ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას და მონაწილეობს ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ამ პროექტის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში მიმდინარე ენერგეტიკული  ქარტიის წევრების  მორიგ შეხვედრაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, რეგიონული და ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სატრანზიტო ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, როგორიცაა „ევრო-აზიის ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი“ (EAOTC), გათხევადებული გაზის მიწოდების აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორი (AGRI  LNG) და „თეთრი ნაკადი“.

თბილისში წელს ერგეტიკული ქარტიის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია ტარდება და მასზე რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხები, ასევე სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა დაინვესტიციების თემები განიხილება.