ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის III კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 13.9 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 7.1 მლრდ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მსხვილი ბიზნესის წილი მთლიან ბრუნვაში ყველაზე დიდია – 81.4 %.
საქსტატის ინფორმაციით, მსხვილი ბიზნესის მონაწილეობა პროდუქციის მთლიან გამოშვებაშიც პირველ ადგილზეა 80.5%-იანი წილით, მცირე ბიზნესმა საქართველოში გამოშვებული პროდუქციის 10 %. აწარმოა, საშუალო ბიზნესმა კი – 9.5%
