LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პამელა ანდერსონი „ფლეიბოისთვის“ საბოლოოდ იპოზიორებს

შიშველი პამელა ანდერსონი „ფლეიბოისთვის“ საბოლოოდ იპოზიორებს, ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ანდერსონის თქმით, მან შვილებთან, 19 წლის ბრენდონთან და 17 წლის დილანთან საკითხი განიხილა და „ფლეიბოის“ შეთავაზებას მხოლოდ ამის მერე დათანხმდა.

ანდერსონის ფოტოსესიით ჟურნალი აშშ-ში 11 დეკემბერს გამოვა გასაყიდად.

2015 წლის ოქტომბერში Playboy-მ განაცხადა, რომ 2016 წლიდან ჟურნალში შიშველი ქალების ფოტოები აღარ დაიბეჭდება და გამოცემას მიენიჭება ასაკობრივი ცენზი 13+.