LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერდა

 

საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყდა, შესაბამისი დადგენილება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა :

„საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის N378 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს  ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა  მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს,“ – ნათქვამია დადგენილებაში.