LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამნაღმველებმა ბუკიას ბაღთან, ავტომობილზე მიმაგრებული ხელყუმბარა იპოვეს

გამნაღმველებმა ბუკიას ბაღთან, “ტოიოტას” მარკის ავტომობილზე მიმაგრებული ხელყუმბარა იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ხელყუმბარა ავტომობილის ქვეშ იყო დამაგრებული. მათივე განმარტებით, გამნაღმველებმა ხელყუმბარა მოხსნეს.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ ადასტურებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, დეტალები სამართალდამცავების მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
“ამ ეტაპზე ვერაფერს დაგიდასტურებთ. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და დეტალები სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, – განმარტეს შსს-ში.