ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ ბრიტანულ გამოცემა The Observer-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არა მხოლოდ ბრედ პიტთან ერთად გადაღებულ ფილმზე „ზღვასთან ახლოს“ ისაუბრა, არამედ – პირად ცხოვრებაზეც.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა აღიარა, რომ ბოლო წლების მანძილზე მას თავი ბედნიერად არ უგრძვნია. ამის მიზეზი კი სიმსივნით დაავადების შიში გახდა.
ოპერაციებმა, რომელიც მან გაიკეთა სიმსივნის რისკის შესამცირებლად, ანჯელინა მძიმე დეპრესიამდე მიიყვანა.
„საკვერცხეების ამოკვეთა ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან მე მინდოდა კიდევ გამეჩინა შვილები. გამახსენდა პირველი ოპერაცია, ორმაგი მასტექტომია და კვლავ ვიგრძენი შიში და გაურკვევლობა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემში იყო მიმალული. ქორწინებამაც კი არ მიშველა, გავმკლავებოდი ნეგატიურ ემოციებს,“ – განაცხადა ჯოლიმ.
ანჯელინა ამბობს, რომ ის საბოლოოდ ოჯახმა გადაარჩინა.
„ჩემი გადარჩენა მხოლოდ ქმრისგან და ბავშვებისგან მუდმივმა თანადგომამ შეძლო. როდესაც გავაგრძელეთ ფილმის „ზღვასთან ახლოს“ გადაღება, გვქონდა დიდი სირთულეები, მათ შორის – ურთიერთობაშიც, თუმცა ამ ყველაფერს ვაჯობეთ,“ – განაცხადა მსახიობმა.
