რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე იაპონური ლეგენდა გაცოცხლდება. ის ახალგაზრდას ამბავს მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც დაჭრილ წეროს გადაარჩენს. მადლიერების ნიშნად ჭაბუკს ლამაზი ქალი ეწვევა…
სპექტაკლს სახელწოდებით „წეროს ფრთები“, რომელიც ძიუნძი კინოსიტას ეკუთვნის, პირველად 10 დეკემბერს ვნახავთ. თარგმანი მზიალა ხუციშვილმა შეასრულა, რეჟისორი და ქორეოგრაფი კი გიორგი ოსეფაშვილი გახლავთ, მხატვრული გაფორმება მირონ შველიძეს ეკუთვნის, კოსტიუმების მხატვარი ანა ნინუა გახლავთ, მუსიკალურად სპექტაკლი ია საკანდელიძემ გააფორმა.
მონაწილეობენ: ლელა ახალაია, ამდრია თავბერიძე, ნათია კვაშალი,მამუკა ლორია, ირაკლი სანაია და სხვები.

