LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი – ცვლილებების არქივი“ – ვებგვერდის პრეზენტაცია იმართება

Ardaidardo.Ge10 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, გაიმართება პროექტის „თბილისი – ცვლილებების არქივი“ ვებგვერდის პრეზენტაცია და გამოფენა. ღონისძიებას უმასპინძლებს Archive Of Transition Office და მასზე დასწრება თავისუფალია, გამოფენა კი 2016 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.

 

ზემოხსენებული პროექტი ეკუთვნის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს, რომელიც ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში შეფასდა საქართველოში საზოგადოების ტრანსოფრმაციის პროცესი, მისი სხვადახვა კუთხე, 8 თვის განმავლობაში სამუშაო ჯგუფმა მოიძია სხვადასხვა სახის მასლა, რომელიც მოიცავს ბიოგრაფიული სახის ინტერვიუებსა და ოქმებს, დოკუმენტურ ფოტოებსა და ფილმებს, რუკებსა და სტატისტიკურ მონაცემებს. სწორედ მათი ნაწილის გაცნობა შეეძლება 10 დეკემბერს, გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს.