LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ აღაშფოთა თიკა ჯამბურია „სირცხვილია, პროვინციულად მოექცე ხელოვნებას!..“

Ardaidardo.Geახალ გზაზე მდებარე გვირაბი, რომელიც სხვადასხვა ნახატითა და წარწერით იყო მოხატული, ახლახან გადაღებეს. როგორც „ფეისბუქ“-მომხმარებელი ნაჯა ორაშვილი ამ ფოტოს გავრცელებისას წერს: „ყველაფერი წაშალეს, მხოლოდ კორპორაციების სარეკლამო ნახატები დატოვეს. სირცხვილი თქვენ“.

 

ამ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მას ცნობილი ადამიანებიც აზიარებენ. მათ შორის მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელიც აღნიშნავს: „როგორ მაინტერესებს, გადაღებვის აზრი ვის მოუვიდა თავში ?((((

ამ გვირაბში შესვლა მიხაროდა, ჩვენს ნაცრისფერ ქალაქში ერთ-ერთი ის ადგილი იყო, სადაც ფერად გარემოში ხვდებოდი… სირცხვილია, ვერ აღიქვა სილამაზე და პროვინციულად მოექცე ხელოვნებას.  ჩემი ნება რომ იყოს, სადაც კი ცარიელი კედელია, ყველას მოვხატავდი. მოვხატოთ ყველაფერი, გავალამაზოთ ქალაქი…“

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge