LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელი ფოტოხელოვანის პროექტი საქართველოს შესახებ

Ardaidardo.Geდღეს, 10 დეკემბერს, 18:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ჰიროტაკე მაედას ფოტოპროექტს სახელწოდებით „რაც ვნახე საქართველოში – ოცი წელი ქართულ-კავკასიურ სამყაროსთან 1995 – 2015“.

 

ჰიროტაკე მაედა პროფესიით ფილოლოგი და ქართველოლოგია, იმავდროულად საქართველოსთან, მის ისტორიასა და კულტურასთან დაახლოებული მოყვარული ფოტოხელოვანია. აღნიშნული პროექტით იგი ქართულ სინამდვილესთან, ისტორიასთან მჭიდრო ურთიერთობას გადმოსცემს. ის, 20 წლის განმავლობაში, აქტიურად ქმნიდა ფოტონამუშევრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი ფოტოები ასახავს ყველაფერს, რაც ეროვნული ხასიათს ატარებს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, უკვე წლებია, მსგავსი პროექტების მხარდაჭერით ცდილობს ხელი შეუწყოს კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და იაპონიას შორის.

გამოფენა 2016 წლის 5 იანვრამდე გაგრძელდება.

Ardaidardo.Ge