სან-მარინოს რესპუბლიკაში ანსამბლ “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ქართული დღეების ეგიდით, 23 დეკემბერს მოეწყობა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ანსამბლი სან-მარინოში კონცერტს მართავს.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოში სან-მარინოს საკონსულოსა და კონსულების ასოციაციის პრეზიდენტის, ელენე ლეჟავას მხარდაჭერით იმართება. ღონისძიების სპონსორები არიან: კომპანია “გორგია”, “ავერსი”; რადიო “ფორტუნა”; “პალიტრა TV”…
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vivaticket.it
მსურველებმა დამატებითი ინფორმაცის მისაღებად შესაძლებელია დარეკონ ნომერზე +3780549885515 ან ეწვიონ ვებგვერდს.

