12 დეკემბერს, საღამოს ექვს საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართელოს ამერიკელი მეგობრები“ (AFG) ტრადიციულად მართავს საქველმოქმედო გალა საღამოს, რომელიც გამორჩეული იქნება პროგრამითა და სტუმრებით. ღონისძიება უმასპინძლებს სხვადასხვა კომპანიის, საელჩოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს,ვ ისაც სურს, ორგანიზაციის პროექტების მეშვეობით, საქართველოში საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტის საქმეში ჩაერთოს.
საქველმოქმედო გალა საღამო გამორჩეული იქნება თავისი საინტერესო პროგრამით: ცოცხალი შესრულება, პრიზების გათამაშება, და უნიკალური აუქციონი, რომელსაც კანადის საპატიო კონსული საქართველოში კლიფ აისაკი ატარებს.აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ყველაზე ცნობილი ქართველი ხელოვანების მიერ შემოწირული ნამუშევრები ლოტების სახით, ასევე იქნება უნიკალური სააუქციონე ექსპონატები, რომლებიც საქართველოს უცხოელმა მეგობრებმა აჩუქეს სპეციალურად ამ საქველმოქმედო გალა საღამოსთვის.
გალა საღამოსათვის სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოს ამერიკელი მეგობრების დირექტორი მარუსია ჭავჭავაძე, რომელიც ალექსადრე ჭავჭავაძისა და რომანოვების პირდაპირი შთამომავალია. მარუსია დაიბადა და გაიზარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და1994 წელს კონსტანტინე სიდამონ ერისთავთან ერთად დაარსა და ხელმძღვანელობს ერთადერთ ამერიკაში დაფუძნებულ ქართულ საქველმოქმედო ფონდს.
საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა არაერთი უნიკალური პროექტი განახორცილა საქართველოში.პრიორიტეტი ყოველთვის მაღალი რისკის ჯგუფებს უკავშირდება, ფონდის მისიის ნაწილია საქართველოში ფილანტროპიის პოპულარიზაცია და საზოგადოების პასუხიმგებლობის ამაღლება სოციალურ პრობლემებთან მიმართებაში.
12 დეკემბერს რედისონში დაგეგმილი საქველმოქმედო გალა საღამო მიზნად ისახავს ორი მნიშვნელოვანი პროექტის დახმარებას – ძეგვის თავშესაფარი (სადაც 70 ადამიანი ცხოვრობს) და პალიატიური მზრუნველობის შინ მოვლის სამსახური, რომელიც ბინაზე ეხმარება ტერმინალურად დაავადებულ უპოვარ მოხუცებს.
წლევანდელ გალაზე ბევრი მნიშვნელოვანი და დიდი ხნის მეგობარი იქნება წარმოდგენილი.განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკის საელჩოს მხარდაჭერა – საღამოს დაესწრება ელჩი იან ქელი და მისი მეუღლე, ხოლო ყოფილი ელჩები თავის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ – ელჩებმა მაილსმა, ბასმა და ნორლანდმა – უკვე შემოწირეს საღამოს უნიკალური ნამუშევრები აუქციონისათვის.
ღონისძიებას მხარს უჭერს:
აშშ-ს ელჩი საქართველოში იან ქელი, ამერიკის საელჩო საქართველოში, ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში.
საღამოს სპონსორები:
პლატინის სპონსორი: Petrocas Energy Group
სპონსორები: Chateau Mukhranი, BD, Hotel Radisson Blu Iveria, Borjomi, Rooms Hotels, DLA Piper, EY, BLC, TBC, Pepsi, Deloitte, PWC, Geomill, Dechert, Gvinadze & Partners, T&K Restaurants, Pepsi, Borjomi, Rentals, Sante.
