ბრიტანეთის სამეფო ოჯახი აქტიურად ემზადება ახალი წლისთვის. ამჯერად პაპარაცებმა ქეით მიდლტონი ლონდონის ქუჩებში მაშინ გადაიღეს, როცა ის მაღაზია Peter Jones-დან გამოდიოდა. მიდლტონმა მაღაზიაში საათზე მეტხან დაჰყო და საყიდლებით დატვირთული გამოვიდა.კონკრეტულად რა შეიძინა მან პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტასთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ პრინცმა უილიამმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრინცი ჯორჯი განსაკუთრებულად ემზადება მოახლოებული შობისთვის და მას საჩუქრები უკვე მოუმზადეს.

