LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიშველი მამაკაცი ქუჩაში ქალების გულის მოსაგებად დარბის (ვიდეო)

ტელეარხმა WGN სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა ჩიკაგოს ქუჩებში მორბენალ მამაკაცს, რომელიც 6 გრადუს ტემპერატურაზე შიშველი დარბოდა. ჟურნალისტმა მამაკაცს კითხვით მიმართა, რა აიძულებდა მას წვიმიან ამინდში ტოპლეს ერბინა: „მშვენიერი დღეა გარბენისთვის. იმისთვის, რომ ჩაიცვა პერანგი, ზედმეტად ცხელა“-დასძინა მამაკაცმა.

Facebook-ის გვერდზე რეპორტაჟის განთავსების შემდეგ სიუჟეტმა 24 ათასი მოწონება დაიმსახურა, ხოლო თავად უცნობი მამაკაცის, იტან რენოს დამატება მეგობრებში 9 ათასმა მომხმარებელმა მოისურვა. ვიდეორგოლმა ააფეთქა ინტერნეტ სივრცე, ქალბატონები არ მალავდნენ ახალგაზრდა მამაკაცთან შეხვედრის სურვილს, რომელმაც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის მარტოა და თანამგზავრს ეძებს.

https://www.youtube.com/watch?v=bCHRhcaQTLk

 

1

2

3