LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ეძღვნება მარიამს, იმ მარიამს რომელიც იმ პერიოდში მიყვარდა”

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი” სოსო მიქელაძე ესტუმრა.

 

 

– შენი პირველი სიმღერა, ”მე და შენ” რომლის პრემიერაც ასევე ჩემს ეთერში შედგა, უკვე რამდენიმე კვირაა, ათეულის პირველ პოზიციას იკავებს. თუ იყო ერთგვარი სტიმული შენთვის ის, რომ ”არ დაიდარდოს” ათეულში შენი სიმღერა ლიდერი გახდა? მოგვიყევი ამ სიმღერის ისტორია…

 

– სიმღერა დავწერე 2012 წლის მაისში, თუმცა ცალკეულ ფრაზებს მანამდეც ვაგროვებდი. იყო კონცერტი ”დამშვიდობება გაზაფხულთან” და აუდიტორიამ ძალიან დადებითად მიიღო. მსმენელს ამ სიმღერის საგიტარო ვერსიაც მოუსმენია, დავამთავრე თელავის მუსიკალური ათწლედი. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა. ძირითადად ქავერებს ვმღერი. ვფიქრობ, ჩემი სათქმელი მაინც გამორჩეულია, შეიძლება ითქვას უნიკალურიც. სამომავლოდ ალბომსაც ვგეგმავ, რა თქმა უნდა. ეს სიმღერა არის მარადიულ სიყვარულზე, ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს პირველ სიყვარულზე, ზოგიერთისთვის კი უკანასკნელზე. ძალიან გვიყვარს საკუთარ ცნობიერებაში დაკარგვა. შესაძლოა ერთი შეხედვით უღიმღამო ადამიანი შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ისეთი ფერებით აგავსოს, ვერასოდეს დაივიწყო. თუმცა, აღნიშნული სიმღერა ერთ ადამიანს მაინც არ ეძღვნება, ეს უბრალოდ გრძნობებს ეძღვნება.

 

– ახალ სიმღერაზეც გვესაუბრე, ”მარიამი” ქვია მას…

 

– ჩაიწერა ”ფილი სტუდიოში”, არანჟირება ეკუთვნის ბადრი ფილიშვილს. 2013 წლის თებერვალში დავწერე, ეძღვნება მარიამს, იმ მარიამს რომელიც იმ პერიოდში მიყვარდა. დღეს უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის და საქართველოში ყველა მარიამს ეძღვნება. მინდა შეიყვაროს მსმენელმა, ვფიქრობ ერთ-ერთი წარმატებული სიმღერაა ჩემს რეპერტუარში, ნეოფოლკის მიმდინარეობაა. ლირიზმი და მებრძოლური სულისკვეთება ერთად არის ამ სიმღერაში, შესაძლოა ბევრი მამაკაცისთვის იყოს საინტერესო, რადგან საკუთარი თავი გააიგივოს. როდესაც წერ კონკრეტულ სიტუაციაზე, სიმღერა უფრო წარმატებულია. თუმცა, თეორიას, გამოცდილებას წინ ვერაფერი დაუდგება. დღეს უკვე ზურგსუკან გამოცდილება მაქვს.

 

– შენ ფსიქოლოგი ხარ, როგორი უნდა იყოს წარმატებული დილა?

 

– უკვე შვიდი წელია ვატარებ პიროვნული განვითარების ტრენინგებს, ძალიან მიყვარს ფსიქოლოგია, ბოლო დროს, რასაც ადამიანებს ვურჩევ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება სულ უფრო რთულდება, დიდი მნიშვნელობა აქვს არა მოვლენებს, არამედ რეაგირების ფორმას. როდესაც რაღაც გვაწუხებს, ეს ნიშნავს, რომ ნეგატიურმა აზრებმა იმრავლეს, ისეთივე სულიერი ჰიგიენაა, როდესაც ადამიანი სულში იყურება. ხომ ვბანაობთ, ხომ ვიპრანჭებით, ასევე უნდა გადავხედოთ ხოლმე ჩვენს შინაგანს და განვიწმინდოთ. ჩვევაში უნდა დავიმკვიდროთ და მარტივი იქნება, ნეგატივი როგორც ჭუჭყი, ისე უნდა გადაყარო. ნეგატიური ადამიანი ისევე ყარს, როგორც დაუბანელი.

სოსო მიქელაძე – მარიამი 

AudioSOSO MIQELADZE – MARIAMI

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti – Soso Miqeladze

სოსო მიქელაძე – მე და შენ. Live

სოსო მიქელაძე – Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტო