LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მწარედ ვიყავი შეყვარებული, ადრესატმა არ იცის” – ვის მიუძღვნა ჯუმბერ ამანათაშვილმა ”ასე რად მეხუმრები”

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ”თბილისური კვარტეტი” და ჯუმბერ ამანათაშვილი ესტუმრნენ. კვარტეტის წევრები არიან: ლუკა ანთიძე, ილია და დაჩი ბახუაშვილები და თემო რიჟამაძე.

 

– როგორ ჩაიარა თქვენთვის 2015-მა წელმა?

 

თემო: – 2015 წელს ჩვენ 6 სიმღერა ჩავწერეთ, რაც ნამდვილად არ არის ცოტა. დღევანდელი სიმღერით ვასრულებთ ჩვენს წლევანდელ აქტივობას, ჩვენთან ერთად არის ჯუმბერ ამანათაშვილი. ამ სიმღერას საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა, არა ჩვენი შესრულებით.

 

– სად იმღერებთ ახალ წელს?

 

– ახალი წლის ღამეს ახალციხეში შევხვდებით, ვაფორმებთ ხელშეკრულებას, ჩვენთან ერთად სხვა შემსრულებლებიც იქნებიან.

 

– რომელი სიმღერა გამოდგა ყველაზე წარმატებული წელს კვარტეტისთვის?

 

– ამას დრო გვაჩვენებს. თუმცა, ამ მომენტისთვის ჯანო კახიძის ”სიყვარული ძნელია” ლიდერობს.

 

– ბატონო ჯუმბერ, ეს თქვენი კვარტეტის პირველი თანამშრომლობაა?

 

– დიახ, ეს პირველია, თუმცა კიდევ ბევრჯერ ვითანამშრომლებთ.

 

თემო: – ბატონი ჯუმბერის შემოქმედებას ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობდით, ბათუმში კონცერტზე ვიყავით და ბიჭებს დაგვებადა იდეა, დავკავშირებოდით ბატონ ჯუმბერს და ასეც მოვიქეცით. ეს კონკრეტული სიმღერა ჩვენი იდეა იყო, მას ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ასრულებს და გვსურდა ჩვენც მოგვესინჯა.

 

– ბატონო ჯუმბერ, რას იტყვით ბიჭებზე და როგორი იყო თქვენთვის 2015 წელი?

 

ჯუმბერი: –  როდესაც დამიკავშირდნენ გამიხარდა, რომ ახალგაზრდებს ასეთი ტრადიციული სიმღერის შესრულება სურდათ. შემდეგ შევედი ინტერნეტში და მათი სიმღერები მოვისმინე. ბატონი ჯანოს მიერ დაწერილ სიმღერას ისინი ძალიან კარგად ასრულებენ. ბიჭები მოვიდენ ჩემთან, რეპეტიცია გავიარეთ, დედასაც ძალიან მოეწონა. ჩაიწერა ცოცხალი შესრულებით, როიალთან. ბატონი პაატა სილაგაძის სტუდიაში, ძალიან მოხიბლული ვარ, მისი სტუდიით. კვარტეტში იცით რა მომწონს? გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი მუსიკოსები არიან, არიან ასევე სიტყვის ადამიანები, რასაც ამბობენ, ასრულებენ. ეს ძალიან იშვიათია, მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვთ. ჩაწერაზე მოვიდნენ მომზადებულები. ეს ჩემთვის ბედნიერება იყო, მითხრეს რომ ვიმეცადინეთო, ძალიან მესიამოვნა. მე მიყვარს მომზადებული და ნამეცადინები მუსიკოსები. 2015 წელი ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, რადგან თქვენს მიერ ჩატარებული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულები გავხდით მე და გელა გურალია, სიმღერით ”დაბრუნდი”. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი წერილი მივიღე, თუმცა, ისინი არ იყვნენ ჩემი თაყვანისმცემლები, ისინი იყვნენ გელას გულშემატკივრები. ჩაიწერა ქართული ხმებისთვის ორი სიმღერა. დისკი არ მაქვს, თუმცა, ჩემი სიმღერები დევს ვებ გვერდზე www.bravissimo.ge

 

– ფინანსურად ვინ გეხმარებათ?

 

თემო: – ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კისერზე ვართ. ყველა ადამიანს თავისი თოვლის ბაბუა უნდა და ჩვენ ოთხს ერთიც გვეყოფა თუკი გამოჩნდება.

 

– სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ…

 

– ძალიან დიდი სურვილი გვაქვს 2016 წელს გაკეთდეს ”თბილისური კვარტეტის” პირველი დისკი. დიდი რუდუნებით ვაგროვებთ რეპერტუარს.

 

– ვინ არიან ის კომპოზიტორები, ვისთანაც თანამშრომლობთ და როგორ არჩევთ სიმღერებს?

 

– პირველ რიგში სიმღერა განაპირობებს ჩვენს არჩევანს. ყველას ყველა სიმღერა არ უხდება. ჩვენ ვურეკავთ კომპოზიტორებს, გვსურს, რომ წელგამართულები ვიყოთ და სიმბოლურად მაინც რაღაც ჰონორარი შევთავაზოთ. ამ ეტაპზე ძირითადად უანგაროდ გვაძლევენ სიმღერებს.

 

– ბატონო ჯუმბერ, რომელ სიმღერას გამოარჩევდით თქვენი რეპერტუარიდან?

 

– მე რა თქმა უნდა ყველა მიყვარს. სავიზიტო ბარათი ალბათ არის ”გოგოვ, გოგოვ შავთვალა”. ამ სიმღერას რეალური ადრესატი ყავს, მე მას არ ვიცნობ. ჩავუვლიდით ერთმანეთს, შევხედავდით… ვერ გავბედე მისვლა, ვერ გავიცანი.

 

– როგორი იყო ახალი სიმღერის ჩაწერის პროცესი, მისი ორიგინალი ვერსია ჩვენთან დაახლოებით შვიდი წლის წინ გამოჩნდა და ნამდვილი ბუმი გამოიწვია…

 

– ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რადგან არსებობს ამ სიმღერის არაჩვეულებრივი ვერსია. ბატონი ჯუმბერი ესწრებოდა ჩაწერას. საუბარია სიმღერაზე ”ასე რად მეხუმრები”. დაწერილია 1993 წელს.

 

ჯუმბერი: – არასოდეს მითქვამს, ძალიან მსურდა მსახიობი გამხდარიყავი. თუმცა სწვალა კონსერვატორიაში გავაგრძელე. მიყვარდა რამაზ ჩხიკვაძე, მიყვარდა მისი ნამღერი, მის ხმაზე ჭკუა მეკეტებოდა და მინდოდა შესავალი მას ემღერა. როდესაც დაურეკეს და შესთავაზეს, მას იმ პერიოდში ოპერაცია სჭირდებოდა და დავთქვით, რომ ამის შემდეგ ჩავწერდით, მაგრამ სამწუხაროდ ასე აღარ მოხდა. ტექსტიც ჩემია. ძალიან მწარედ ვიყავი შეყვარებული. ადრესატმა რა თქმა უნდა არ იცის. ”თბილისურმა კვარტეტმა” მომენტალურად ჩაწერა ეს სიმღერა, ძალიან ნიჭიერები არიან.

თბილისური კვარტეტი – ასე რად მეხუმრები

AudioTBILISURI KVARTETI – ASE RAD MEXUMREBI


გადაცემის აუდიო ჩანაწერი  

AudioDAMZADEBULIA SAQARTVELOSHI – TBILISURI KVARTETI & JUMBER AMANATASHVILI

“თბილისური კვარტეტი” – ხიდი. Live

“თბილისური კვარტეტი” – სიმღერა თბილისზე. Live

თბილისური კვარტეტი და ჯუმბერ ამანათაშვილი. ვიდეო კოლაჟი

ფოტო