უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს უკრაინაში მებრძოლმა ჯარისკაცმა დავით მაყიშვილმა დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით ზაზა ბიწაძე დონეცკის ოლქის სოფელ ზაიცოვოში ფრონტის წინა ხაზზე დაიჭრა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით ზაზა ბიწაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია და ის ქალაქ არტიომოვსკის საველე ჰოსპიტალშია მოთავსებული, საიდანაც უახლოეს საათებში მას ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
