LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე “კინომუსიკის შედევრები” ბრუნდება

Ardaidardo.Geწინა საახალწლოდ 29 დეკემბერს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი მსმენელს 2015 წლის ყველაზე გახმაურებული პროექტის განახლებულ ვერსიას წარუდგენენ. თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მხოლოდ ერთი დღით და მხოლოდ საახალწლო განწყობის შესაქმნელად “კინომუსიკის შედევრები” დაბრუნდება, მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოსთან – ანიტა რაჭველიშვილთან ერთად. მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს 18 000 ადამიანი დაესწრო და სეზონის ყველაზე პოპულარულ პროექტად იქცა. ასევე საშუალება გექნებათ მოისმინოთ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული ის ნაწარმოებები, რომლებმაც 2015 წლის საკონცერტო სეზონის მანძილზე მსმენელის განსაკუთრებული მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

 

“კინომუსიკის შედევრების” პარალელურად ეკრანზე მაყურებელი იხილავს ფრაგმენტებს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან და ლეგენდარულ კინო-მოღვაწეებს: ჩარლზ ჩაპლინს, მარჩელო მასტროიანს, სოფი ლორენს, ანუკ ემეს და სხვა. მაყურებელთა ყურადღებას ასევე მიიპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტები. შესრულდება რამოდენიმე მუსიკალური ნომერი, მათ შორის გია ყანჩელის „ის აქ არის“ ფილმიდან „შერეკილები“. საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული კინო მოღვაწეებისა და დიდი ავტორების შესახებ.

“კინომუსიკის შედევრებში” ნიკოლოზ რაჭველთან და ანიტა რაჭველიშვილითან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე,
გიორგი ცაგარელი, გიორგი შამანაური, რეზო კიკნაძე.

ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური საორკესტრო ვერსიების ავტორი – ნიკოლოზ რაჭველია. სცენარის ავტორი და პროდიუსერი – თეო ჯორბენაძე.